Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი ლაუტაროს ტრანსფერით ინტერესდება

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, არსენალი ინტერს დაუკავშირდა და არგენტინელი ფორვარდის ლაუტარო მარტინესის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

წყაროს ინფორმაციით, მეთოფეები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცენტრალური თავდამსხმელის გაფორმებას გეგმავენ და არტეტას მთავარი სამიზნე სწორედ ნერაძურის ფეხბურთელია.

ლაუტარო მარტინესის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და იმის მიხუედავად, რომ ნერაძური ახალ ხელშეკრულებაზე უკვე დიდი ხანია მუშაობს, მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ, ამიტომ ბენეამატა, რომელის სერიოზულ ფინანსურ პრობლემებშია, ლაუტაროს გაყიდვას არ გამორიცხავს.

მარტინესის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 111 მილიონი ევრო გახლავთ მითითებული, თუმცა წყაროს ცნობით ნერაძური მას 90 მილიონის სანაცვლოდ შეელევა.