Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი ლოკატელისთვის გეგმა ‘ბ’ არის…

ფაბრიციო რომანომ მანუელ ლოკატელის თაობაზე ბოლო ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, მეთოფეებმა სასუოლოს ისეთი წინადადებით მიმართეს, რომელსაც ნეროვერდი სიამოვნებით დათანხმდება და ერთადერთი წინაღობა ახლა ფეხბურთელის სურვილი გახლავთ.

ლოკატელის ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსის მაისურით სურს თამაში და იმედი აქვს, რომ ბიანკონერი სასუოლოსთან მომდევნო კვირას შეთანხმებას მიაღწევს და ტრანსფერს დახურავს, თუმცა თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ლოკატელი არსენალში გადასვლაზე თანხმობას განაცხადებს და სასუოლო მის სანაცვლოდ 40 მილიონს მიიღებს…