Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი რაბიოს ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, არსენალმა იუვენტუსს ადრიენ რაბიოს შესაძლო ტრანსფერის შესახებ მიმართა, თუმცა ბიანკონერი ფრანგი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.

რაბიო იუვენტუსს 2019 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და არც თუ ისე წარმატებული პირველი სეზონი გამართა, თუმცა გასულ წელს ფრანგმა ფეხბურთელმა თავისი პოტენციალი არაერთხელ წარმოაჩინა და როგორც ჩანს, ის მაქს ალეგრის გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი იქნება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ბიანკონერიმ მეთოფეებს უკვე აცნობა, რომ რაბიო მინიმუმ ერთი სეზონი იუვენტუსს არ დატოვებს.