Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი რემსის დაბრუნებას განიხილავს

იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიურად ემზადება და მათი პრიორიტეტი იანვარში ნახევარმცველის და ფორვარდის გაფორმება იქნება, თუმცა ტურინელებს პირველ რიგში ისეთი ფეხბურთელების გაშვება მოუწევთ, რომლებიც ალეგრის გეგმებში არ შედიან.

წამსვლელთა სიაში მოწინავე პოზიციას აარონ რემსი იკავებს, რომელთანაც იუვენტუსი კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

უელსელი ფეხბურთელის სახელი, რომელიც წლიურად 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და მიმდინარე სეზონში მოედანზე 112 წუთი გაატარა, გასულ კვირეებში რამდენიმე ინგლისურ გუნდს დაუკავშირეს და ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, რემსის მსურველთა სიას მისი ყოფილი გუნდი არსენალიც შეუერთდა.