Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალმა ინტერს ლაკაზეტი შესთავაზა

არსენალმა ინტერს ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერი შესთავაზა, თუმცა ნერაძური 30 წლის ფეხბურთელის გაფორმებით დაინტერესებული არ არის.

მეთოფეები ჩელსიდან ტამი აბრაჰამის ტრანსფერზე მუშაობენ და პარალელურად გუნდიდან ლაკაზეტის გაშვება სურთ, ნერაძური კი თავის მხრივ ლუკაკუს შემცვლელის ძიებაშია და ლონდონელებს იმედი ჰქონდათ, რომ ბენეამატა ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერით დაინტერესდებოდა.

L’Interista-ს ცნობით, ინტერმა არსენალი უარით უკვე გაისტუმრა და ნერაძური ლაციოდან კორეას ტრანსფერზე მუშაობს.