Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

არსენალმა იუვენტუსს ბელერინის ფასი შეუთვალა

მეთოფეები იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნის, ჰექტორ ბელერინის გაყიდვის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს მიღება სურს.

ანდრეა პირლომ გუნდის ხელმძღვანელობას მარჯვენა მცველის გაფორმება სთხოვა და იუვენტუსის მთავარი სამიზნე ესპანელი უკანახაზელია.

ბიანკონერი არსენალის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა და 25 წლის ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა ტურინელებს მეთოფეების მიერ მოთხოვნილი თანხის გადასახდელად ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.