არსენალმა იუვენტუსს გაბრიელის ფასი შეუთვალა
იუვენტუსი მატაის დე ლიხტის პოტენციური შემცვლელების ძიებას განაგრძობს და ერთ-ერთი კანდიდატი, რომელსაც ბიანკონერის გასულ დღეებში ხშირად უკავშირებენ, არსენალის უკანახაზელი გაბრიელი გახლავთ.
The Independent-ის ინფორმაციით, მეთოფეები ბრაზილიელი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ტურინული გრანდისგან 46 მილიონ ევროს ითხოვენ.
წყაროს ცნობით, აღნიშნული თანხის გადახდა იუვენტუსის გეგმებში არ შედის და მის შემცირებას ტრანსფერში არტურის ჩართვით შეეცდებიან, რომლის მიმართ არსენალი ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს.