Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

არსენალმა იუვენტუსს იოზილი შესთავაზა…

Tuttosport-ის ინფორმაციით, არსენალმა იუვენტუსს მესუტ იოზილის სამსახური შესთავაზა.

გამოცემის თქმით, მეთოფეები მზად არიან ფეხბურთელი იუვენტუსში 6-თვიანი უფასო იჯარით გაუშვან და მისი ხელფასის გარკვეული ნაწილი გადაიხადონ კიდეც.

იოზილი არსენალის გეგმებში უკვე დიდი ხანია არ შედის და მას სატამაშო დრო არ ეძლევა, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა იუვენტუსს 32 წლის ფეხბურთელის გაფორმება, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია არ უთამაშია.