Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალმა ნუნო ტავარესის ტრანსფერში ნაპოლი და ლაციო დაამარცხა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არსენალი ბენფიკადან ლაციოს და ნაპოლის სატრანსფერო სამიზნეს ნუნო ტავერესის ტრანსფერს უახლოეს პერიოდში გააოფიციალურებს.

წყაროს ინფორმაციით, არსენალი ფეხბურთელს 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმებს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება, რაც ნაპოლის მიერ შეთავაზებულ 12 მილიონზე ნაკლებია, თუმცა ფეხბურთელმა სერია ა-ში თამაში არ ისურვა და მან პრემიერ ლიგა ამჯობინა.

ნაპოლიმ 21 წლის ფეხბურთელის ალტერნატივაზე მუშაობა უკვე დაიწყო და ჩელსის ემერსონ პალმიერის შესახებ დაუკავშირდა. ლურჯები იტალო-ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს.