Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

არსენალს დიავარა სურს

ლონდონის არსენალს რომას ფეხბურთელის, ამადუ დიავარას გაფორმება სურს და მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო ან ლუკას ტორეირა შესთავაზოს.

მეთოფეები ატლეტიკოს ნახევარმცველის, ტომას პარტეის გაფორმებას ცდილობდნენ, თუმცა მისი გამოსასყიდი თანხის, 45 მილიონი ევროს გადახდა არ ისურვეს და ალტერნატიულ ვარიანტს რომაში მიაგნეს.

რომა ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის სანაცვლოდ მხოლოდ ფულის მიღება სურს და ფეხბურთელების ჩართვას არც განიხილავს.

Leave a Reply

Your email address will not be published.