Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალს ვლაჰოვიჩი 180 მილიონი დაუჯდება

იტალიური მედიის შემდეგ, დუშან ვლაჰოვიჩის არსენალში ტრანსფერზე უკვე ბრიტანეთშიც ალაპარაკდნენ.

ფიორენტინას სერბი ტალანტის სახელი გასული კვირეების განმავლობაში არაერთ გუნდს, მათ შორის იუვენტუსს დაუკავირეს, თუმცა როგორც ჩანს ერთადერთი კლუბი, რომელიც ვლაჰოვიჩის გასაფორმებლად საჭირო კოლოსალური თანხის დახარჯვას აპირებს, არსენალია.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ტრანსფერის, მისი ხელფასის და საკომისიოს გათვალისწინებით, არსენალს ვლაჰოვიჩის გაფორმება საერთო ჯამში დაახლოებით 180 მილიონი ევრო დაუჯდება, თუმცა მეთოფეებს აღნიშნული თანხა არ აშინებთ…