არტური:“მადლობა, იუვე“

ყოფილმა ბარსელონას და უკვე იუვენტუსის ნახევარმცველმა არტურ მელომ იუვენტუსს მადლობა გადაუხადა,რომ მისი შეძენისთვის ამდენი იმუშავეს.

იუვენტუსი არტურ მელოს ნაცვლად მირალემ პიანიჩს და 10 მილიონ ევროს გადაიხდის.

„მინდა იუვენტუსს მადლობა გადავუხადო იმ ინტერესისთვის,რაც მათ ჩემს მიმართ გამოხატეს.ვიცი,რომ დიდ გუნდში მივდივარ სათამაშოდ.ბევრი ახალი გამოწვევა გველოდება,რომელსაც ერთად გავუმკლავდებით.

„თუმცა,ახლა მე ბარსელონაზე ვარ კონცენტრირებული და ჩემი იუვენტუსში გადასვლა ჩემს თამაშზე არ აისახება,მზად ვარ ჩემი თანაგუნდელებისთვის ბოლომდე ვიბრძოლო ისე,როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი.”

Leave a Reply

Your email address will not be published.