Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არტური ავარიაში მოყვა…

იუვენტუსის ნახევარმცველს არტურს დღეს ტურინში ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელმაც ივლისში მარჯვენა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პროცედურას გადის, თავისი Ferrari-თ J Medical-ში მიდიოდა, როდესაც საგზაო შემთხვევა მოხდა, მაგრამ წყაროების ინფორამციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ამ სიტუაციაში სრულიად უდანაშაულოა.