Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

არტური:“ იუვენტუსის პროექტმა დამარწმუნა“

არტურ მელომ იუვენტუსში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ტურინში სულ ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა და კომენტარიც გააკეთა.

„ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, მწვრთნელს, პარატიჩის და ყველას, ვისაც ჩემი ჩამოსვლა გაუხარდა.

„მე უამრავ გამორჩეულ ფეხბურთელთან მითამაშია, თუმცა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში ოცნების ახდენას ჰგავს.

„იუვე იმიტომ ავირჩიე, რომ გუნდის ამბიციურმა პროექტმა ჩემი ყურადღება მიიბყრო. პირლოსთან ჯერჯერობით დეტალურად არ მისაუბრია, თუმცა მისნაირი ფეხბურთელი ისტორიაში რამდენიმე თუ იყო და ასეთი პიროვნების გუნდში მუშაობა ძალიან მახარებს.

„ბარსელონას დიდ მადლობას ვუხდი. მათ ისე მიმიღეს, როგორც საკუთარ სახლში და მათთან კარგი მოგონებების მეტი არაფერი მაკავშირებს, თუმცა ახლა მე იუვენტუსის ფეხბურთელი ვარ.

„ტურინელებს შესანიშნავი პროექტი აქვთ. ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა პრიორიტეტულია და მე, ჩემს ახალ გუნდელებთან ერთად, დაუღალავად ვიშრომებ, რომ იუვეს მიზნის მიღწევაში დავეხმარო.

„სერია ა ესპანეთთან შედარებით უფრო ფიზიკურია, წინ რთული სეზონი გველოდება, თუმცა იუვენტუსი დიდებული გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდებით.

„წინ შესანიშნავი თამაშები გველოდება და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ სეზონს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.