Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არტური იუვენტუსს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ანდრეა პირლომ დღეს საკმაოდ უსიამოვნო ინფორმაცია მიიღო. წყაროს მტკიცებით, არტური სერია ა-ში ნაპოლის წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე კი პორტოსთან პირველ მატჩში იუვენტუსს ვერ დაეხმარება.

არტურმა სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და მას მარცხენა ფეხზე ტრავმა დაუდასტურდა. ფეხბურთელს განმეორებითი გამოკვლევა რამდენიმე დღეში ჩაუტარდება, თუმცა ჯერჯერობით მისი დაბრუნების თარიღი უცნობია.