არტური იუვენტუსში გადასვლაზე თანახმაა?

რამდენიმე წყარო იტყობინება,რომ არტური ტურინის იუვენტუსში გადაბარგებას დათანხმდა და ბიანკონერი მის სანაცვლოდ მირალემ პიანიჩს გაუშვებს კატალონიაში.

აღნიშნულ გაცვლაზე მხარეები უკვე რამდენიმე კვირაა რაც მუშაობენ,თუმცა ბრაზილიელ ფეხბურთელს ესპანური გრანდის დატოვება არ სურდა.

მას შემდეგ,რაც ბარსელონამ ფეხბურთელს გასაგებად აუხსნა,რომ ის კატალონიელების გეგმებში აღარ შედიოდა,მელომ გადაწყვეტილება შეიცვალა და სერია ა-ში გადასვლას დასთანხმდა.

ჯანლუკა დი მარციოს და რამდენიმე ესპანური გამოცემის მტკიცებით,მელომ იუვენტუსის წინადადების მოსმენაზე მზადყოფნა გამოთქვა.ტურინელებმა მას სეზონში ანაზღაურების სახით 5 მილიონი ევრო შესთავაზეს.

ახლა ერთადერთი ფაქტორი,რაც ტრანსფერს ხელს უშლის,გუნდების შეუთანხმებლობაა.ბარსელონა ფეხბურთელს 80 მილიონ ევროდ აფასებს,პიანიჩს კი 70-ად და სურს,რომ იტალიელებმა ბოსნიელთან ერთად 10 მილიონი ევრო გადაიხადონ.

Leave a Reply

Your email address will not be published.