Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არტური მზად არის, მოთხოვნილი ფინანსური პირობები შეამციროს და ვალენსიაში გადაბარგდეს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს დღეებში ვალენსიასა და იუვენტუსს შორის არტურის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდეს.

ბრაზილიელი ნახევარმცველი იუვენტუსის გეგმებში არ შედის და ბიანკონერი მის გასხვისებაზე აქტიურად მუშაობს, მაგრამ ერთადერთი მხარე, რომელმაც ფეხბურთელის გაფორმების სურვილი გამოთქვა, ვალენსია გახლავთ.

La Repubblica-ს ცნობით, ესპანელები არტურის გაფორმებას მისი მაღალი ხელფასის გამო ვერ ახერხებენ, თუმცა ბრაზილიელს მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებში მოხვედრა სურს, რასაც სათამაშო პრაქტიკის გარეშე ვერ მოახერხებს, ამიტომ ის მზად არის, რომ ხელფასის შემცირებას დათანხმდეს და ვალენსიას იჯარის წესით შეუერთდეს…