Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

არტური პარმასთან მატჩს გამოტოვებს ?

იუვენტუსის ნახევარმცველი არტურ მელო დღეს გამოკვლევას ჩაიტარებს და დიდი ალბათობით წვივის დაზიანების გამო პარმასთან მატჩს გამოტოვებს.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გუშინ ატალანტასთან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდამ თუმცა კრისტიან რომეროს უხეშობის გამო მას მოედნის დატოვება 27-ე წუთზე მოუწია.

Football Italia-ს ინფორმაციით, ტესტების პასუხის მიუხედავად პირლო გარისკვას არ აპირებს და არტური პარმასთან მატჩს გამოტოვებს.