Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არტური პსჟ-ში ტრანსფერს დათანხმდა

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ პსჟ იუვენტუსის ბრაზილიელი ნახევარმცველის არტურ მელოს ტრანსფერით ინტერესდებოდა და Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

მელო იუვენტუსს გასულ ზაფხულს, 72 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ტრავმების და მწვრთნელის გადაწყვეტილებების გამო ბევრი სათამაშო დრო არ მიეცა და სეზონი მხოლოდ 1 გოლით დაასრულა.

მაქს ალეგრის დაბრუნდების შემდეგ, იუვენტუსის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება და ბიანკონერი ბრაზილიელი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა არტურის სატრანსფერო ღირებულება მნიშნელოვნად შემცირდა და ტურინელებს გარკვეული თანხის დაკარგვა მოუწევთ.