Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არტური:“ როგორც იქნა, ფეხბურთის თამაშს ტკივილის გარეშე შევძლებ…“

არტურ მელომ, რომელმაც გუშინ მარჯვენა ფეხზე წარმატებული ოპერაცია გაიკეთა, სოციალური ქსელის მეშვეობით პირველი კომენტარი გააკეთა.

„ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მე სახლში დავბრუნდი და ბედნიერი ვარ, რადგან ოპერაციის გაკეთება და ფეხბურთის ტკივილის გარეშე თამაში უკვე დიდი ხანია მინდა.

„მინდა ექიმ პიანას და იუვეს სამედიცინო შტაბს მადლობა გადავუხადო. მათი დაუღალავი შრომის წყალობით თავს შესანიშნავად ვგრძნობ და პერსონალურ მწვრთნელთან მუშაობას განვაგრძობ, რომ მომდევნო სეზონისთვის 100 პროცენტით მზად ვიყო. მე დიდი მოტივაცია მაქვს და მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ველოდები.“

შეგახსენებთ, ოპერაციის გამო მელოს 3 თვე გაუცდება.