Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არტური სევილიას უახლოვდება

იტალიური წყაროების ინფორმაციით, იუვენტუსის ბრაზილიელი ნახევარმცველი არტური დიდი ალბათობით სევილიას რიგებს შეუერთდება.

Tuttosport-ის ცნობით, ის ალეგრის გეგმებში არ შედის და ბიანკონერი რემსისთან ერთად არტურის გასხვისებასაც ცდილობს, რაც გუნდს ახალი ნახევარმცველების დამატების საშუალებას მისცემს.

წყაროს ინფორმაციით, არტური სევილიას იჯარის წესით შეუერთდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული თანხები არ სახელდება.