არტური ტურინში ჩაფრინდა

არტურ მელო ტურინში ჩაფრინდა და ის სამედიცინო ტესტებს ხვალ გაივლის.ბრაზილიელი ტურინის აეროპორტში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა.მისი ტრანსფერი იუვენტუსს 70 მილიონი ევრო დაუჯდება,რასაც მირალემ პიანიჩის ტრანსფერში ჩართვით და 10 მილიონი ევროს დამატებით დაფარავს.

Sky Sport Italia ავრცელებს ინფორმაციას,რომ პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით,პიანიჩი სამედიცინო შემოწმებას ტურინში გაივლის.

Calciomercato კი საპირისპიროს ამტკიცებს და მათი ცნობით,პიანიჩი ესპანეთში რამდენიმე დღეში გაფრინდება,ამიტომ ამ საკითხზე ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

არტური შემოწმებას ხვალ გაივლის და უკან,ბარსელონაში დაბრუნდება.მისი წლიური ანაზღაურება იუვენტუსში დაახლოებით 7 მილიონი ევრო იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.