Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არტური:“ ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ“

არტურმა სასუოლოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მატჩის ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ.

„მილანთან მატჩში ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რომელიც უკვე გავაანალიზეთ და შევეცდებით, რომ მომავალში ისინი აღარ გავიმეოროთ, რადგან შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს.

„სასუოლოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ ჩვენს ძლიერ მხარეებზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია. ვიცით, რომ ამ მატჩში გამარჯვება აუცილებლად გვჭირდება და ამისთვის ყველაფერი გვაქვს.

„საბედნიეროდ მე თავს კარგად ვგრძნობ და გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ.“