Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არტურო ვიდალის მომავალი ინტერში კონტეს ხელშია…

იტალიური მედიის ინფორმაციით, არტურო ვიდალმა შესაძლოა სეზონის ბოლოს ინტერი დატოვოს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, თუ სეზონის ბოლოს ანტონიო კონტე ინტერს დატოვებს, რისი შანსიც გუნდში არსებული ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალია, ინტერი არტურო ვიდალს აუცილებლად გაასხვისებს.

33 წლის ფეხბურთელი, რომელიც ინტერმა ანტონიო კონტეს მოთხოვნის საფუძველზე გაიფორმა, სეზონში ხელფასის სახით 6.5 მილიონ ევროს იღებს, თუმცა ჯერჯერობით ის მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებს, მის ანგარიშზე 26 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა…