Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არტურო ვიდალს ხვალ ოპერაცია გაუკეთდება

ინტერის ვებ-გვერდმა უკვე დაადასტურა, რომ არტურო ვიდალს მარცხენა მუხლზე მენისკის გამო ოპერაცია ჩაუტარდება.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი არ არის, თუ რამდენი ხანი გაუცდება ვიდალს, თუმცა როგორც წესი ასეთი ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელებს მოედანზე დასაბრუნებლად 25-30 დღე სჭირდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ არტურო სანაკრებო პაუზამდე ტორინოსთან და სასუოლოსთან გასამართ მატჩებს გამოტოვებს და სავარაუდოდ აპრილში, ბოლონიას ან კალიარის წინააღმდეგ დაბრუნდება.

გათიშვა