Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არტურს მსურველები ინგლისსა და ესპანეთში ჰყავს

იტალიურ მედიაში იუვენტუსის ბრაზილიელი ფეხბურთელის არტურის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ცნობები არ წყდება და ამ საკითხზე საუბარი უკვე ესპანეთშიც დაიწყეს.

Todofichajes-ის ინფორამციით, არტურის ტრანსფერით, რომლის ტურინული კარიერა გაუთავებელი ტრავმებისა და არასტაბილური თამაშის გამო არც თუ ისე კარგად მიდის, ლივერპული და სევილია ინტერესდებიან.

წყაროს ცნობით, ორივე მათგანი მზად არის ფეხბურთელი იჯარის წესით გაიფორმოს, შემდგომში მისი 30-35 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა ტურინელებს კაპიტალის დაკარგვის თავიდან ასარიდებლად მისი გაყიდვა გაცილებით ძვირად სურთ, რასაც ალბათ არავინ გადაიხდის…