Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არტურს მსურველები ინგლისშიც გამოუჩნდნენ

იტალიური წყაროების ინფორმაციით, არტურ მელოს მაქს ალეგრის გუნდში მნიშვნელოვანი როლი არ აკისრია და ტურინელები მისი გასხვისების თაობაზე სერიოზულად მუშაობენ.

ნიკოლო შირას ცნობით, ფეხბურთელის გაფორმების სურვილი რამდენიმე ესპანურ გუნდთან ერთად ინგლისელებმაც გამოთქვეს და მათ ბრაზილიელი ნახევარმცველის თაობაზე ინფორმაციაც გამოითხოვეს.

იუვენტუსს, რომელმაც მის სანაცვლოდ ბარსელონას 72 მილიონი გადაუხადა (პიანიჩი +12 მლნ.), ფეხბურთელის გაცილებით იაფად გაყიდვა არ სურს, თუმცა მისი უთამაშებლობიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ ასეთი თანხა გადაიხადოს, ამიტომ ტურინელები არც იჯარაზე არიან წინააღმდეგი, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.