არტურს ტურინში დღეს ელიან

რამდენიმე წყარო იტყობინება,რომ ბარსელონას ნახევარმცველი ტურინში დღეს ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მხარეებმა ყველაფერი საბოლოოდ შეათანხმეს და ბარსელონა არტურ მელოს სანაცვლოდ მირალემ პიანიჩს და 10 მილიონ ევროს მიიღებს.

არტური თავიდან ბარსელონას დატოვებაზე უარს ამბობდა,თუმცა გუნდის ხელმძღვანელობამ გასაგებად აუხსნა,რომ ის ესპანური გრანდის გეგმებში არ შედიოდა,იუვენტუსი კი ფეხბურთელს ხელფასის გასამმაგებას დაჰპირდა და მელომ უარი ვეღარ თქვა.

მიუხედავად იმისა,მოხდება თუ არა ეს გაცვლა უახლოეს პერიოდში,პიანიჩი და მელო ახალ გუნდებში თამაშს 2021 წლის სეზონამდე ვერ მოახერხებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.