Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არტურს ქირურგიული ჩარევა სჭირდება…

იტალიური მედიის ინფორამციით, იუვენტუსის ბრაზილიელ ნახევარმცველს არტურ მელოს ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება და ის 2 თვე მოედანზე დაბრუნებას ვერ მოახერხებს.

არტურმა სეზონისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ განაახლა და იმედი ჰქონდა, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარში მიღებული ტრავმის დამარცხებას ინტენსიური თერაპიით მოახერხებდა, მაგრამ ის ვარჯიშის დროს ტკივილს განიცდიდა და სამედიცინო შტაბმა მისთვის ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, არტურს მარჯვენა ფეხზე ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება და ის მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ 2 თვე ვერ მოახერხებს, რაც ფეხბურთელის თამაშს სეზონის სტარტზე გამორიცხავს.