Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არტურს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს…

Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის ლუკა ბიანკინის ინფორმაციით, იუვენტუსის ბრაზილიელ ნახევარმცველს არტურ მელოს შესაძლოა ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს.

მელოს გასულ სეზონში ტრავმების გამო ნახევარზე მეტი სეზონი გაუცდა და სამწუხაროდ უკეთესი მდგომარეობა არც ახლა აქვს. წყაროს ცნობით, არტურმა ახალი სეზონისთვის მზადება და ვარჯიში უკვე დაიწყო, თუმცა ის მარჯვენა ფეხზე ტკივილს კვლავ განიცდის და თუ ასე გაგრძელდა, მას ოპერაციის გაკეთება დასჭირდება.

24 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში სერია ა-ს 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი მხოლოდ 1 გატანილი გოლით გამოიჩნა.