Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არტურ მელოს აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

ცნობილმა აგენტმა ფედერიკო პასტორელომ, რომელიც Globe Soccer Award-ის მიხედვით წლის საუკეთესო აგენტი გახდა, დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ლუკაკუს და არტურის შესახებ ისაუბრა.

„ლუკაკუს ჩელსიში ტრანსფერი ? ჩელსი მისთვის იდეალური გუნდია, სადაც რომელუს თამაში ყოველთვის სურდა. ჩვენ ამ არჩევანში ეჭვი არასოდეს შეგვპარვია.

„არტური ? მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. იუვენტუსთან ერთად, ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“