ასტონ ვილას კიპერი ინტერის სატრანსფერო სიაში
ინტერი ანდრე ონანას შემცვლელის ძიებას განაგრძობს და ანატოლი ტრუბინის ტრანსფერზე არსებული სირთულეების ფონზე, ლომბარდიული გრანდი მის ალტერნატიულ ვარიანტზე გადაერთო.
Sportmediaset-ის ცნობით, ინტერი ასტონ ვილას კარის დარაჯის ემილიანო მარტინესის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ინფორმაციით, ნერაძურიმ ინგლისელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო და უახლოეს პერიოდში იტალიელები ახალ, გაუმჯობესებულ წინადადებას წარადგენენ.