Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტამ ბოგას გაყიდვა გადაიფიქრა

იტალიური მედიის ცნობით, ატალანტა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჯერემი ბოგას აღარ გაყიდის.

სასუოლოს ყოფილი ფეხბურთელის ბერგამოდან შესაძლო წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია აქტიურად იწერება, თუმცა ბოლონიასთან მატჩის შემდეგ, რომელშიც ბოგა სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

SportItalia-ს ცნობით, ატალანტა ფეხბურთელის გაყიდვას მინიმუმ სეზონის ბოლომდე აღარ აპირებს.