Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტამ ბუფონთან მოლაპარაკებები წამოიწყო

გუშინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატალანტა ჯიჯი ბუფონის ტრანსფერით ინტერესდებოდა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბუფონი მომავალ სეზონში იუვენტუსისგან გარანტიას ითხოვს, რომ ის მინიმუმ 15 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიანკონერისთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და ზაფხულში იუვენტუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

Corriere Bergamo-ს მტკიცებით კი ატალანტამ 43 წლის ლეგენდარულ იტალიელთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო და პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს.