Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტამ გოლინი ტოტენჰემში გაუშვა

ატალანტას კარის დარაჯი პიერლუიჯი გოლინი მომდევნო სეზონში იჯარის წესით ტოტენჰემის რიგებში იასპარეზებს.

ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება მილანში უკვე გაიარა, უახლოეს საათებში კი ის ინგლისში გაემგზავრება და ტოტენჰემთან კონტრაქტს გააფორმებს.

ლონდონელებს იჯარის ამოწურვის შემდეგ ფეხბურტელის გაფორმება 15 მილიონად შეეძლებათ, თუმცა თუ ის მინიმუმ 20 მატჩში მიიღებს მონაწილეობას, ფეხბურთელის გამოსყიდვა სავალდებულო გახდება.

ატალანტამ მისი შემცვლელი ხუან მუსო უდინეზედან 20 მილიონის სანაცვლოდ უკვე გაიფორმა.