Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტამ გომესს ფასი დაადო

როგორც ჩანს, ატალანტას და პაპუ გომესის გზები იანვარში გაიყოფა და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით ბერგამოელები კაპიტანს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.

მოგეხსენებათ პაპუ გომესსა და ატალანტას მთავარ მწვრთნელს, ჯან პიერო გასპერინის შორის დაპირისპირება მოხდა და არაერთი წყარო იმასაც კი ამტკიცებს, რომ ისინი ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ, ამიტომ მათი გუნდში ერთად დარჩენა გამორიცხულია, ატალანტას ხელმძღვანელობამ კი როგორც ჩანს ფსონი მთავარ მწვრთნელზე გააკეთა.

32 წლის ფეხბურთელის გაფორმების სურვილი უკვე არაერთმა იტალიურმა გრანდმა გამოთქვა, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტად მილანი და ინტერი აქტიურობენ და მისი დონის ფეხბურთელის გაფორმება 10 მილიონ ევროდ ორივე გუნდს წაადგება.