Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ატალანტამ ზაპატას ფასი დაადო

ატალანტა მზად არის დუვან ზაპატას 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. 29 წლის ცენტრალური ფორვარდის გაფორმება იუვენტუსს, მადრიდის ატლეტიკოს, ბარსელონას და 2 პრემიერ ლიგის გუნდს სურთ.

კოლუმბიელი ფეხბურთელი ატალანტას წარმატებებში, რომელსაც გუნდმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მიაღწია, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო და მის მიმართ დიდი ინტერესი გასაკვირი არავისთვის არ არის.

ზაპატამ კარიერის უდიდესი ნაწილი იტალიაში გაატარა. ის 2013 წელს ნაპოლიში ესტუდიანტესიდან მივიდა, საიდანაც უდინეზეში გადავიდა, შემდეგ იყო სამპდორია და 2018 წელს ატალანტას შეუერთდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.