Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტამ ილიჩიჩის გაყიდვა საბოლოოდ გადაწდყვიტა

რამდენიმე იტალიური გამოცემის ინფორამციით, მიმდიანრე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ატალანტას იოსიპ ილიჩიჩი დატოვებს.

33 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ბერგამოელებთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და გასპერინისთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ლა დეამ მისი გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ილიჩიჩმა ბერგამოელთა რიგებში 149 მატჩი ჩაატარა, 56 გოლი გაიტანა და 39 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Calciomercato-ს ცნობით, ატალანტა ილიჩიჩს 7-8 მილიონის სანაცვლოდ შეელევა და მის სახელს ყველაზე ხშირად ბოლო კვირეებში მილანს უკავშირებდნენ, თუმცა როსონერის ჯერ მათთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.