Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტამ ილიჩიჩი განაცხადს მიღმა დატოვა

იოსიპ ილიჩიჩის მილანში ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ძალას იკრებს და ბერგამოელებმა სლოვენიელი ფეხბურთელი ხვალ ვესტ ჰემთან ამხანაგური მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს, რაც მისი ტრანსფერის კიდევ ერთი მინიშნებაა.

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ ატალანტა ილიჩიჩის ფასიანი იჯარით გაშვებას დათანხმდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

MilanNews-ის ცნობით, ილიჩიჩმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და მისი განაცხადში არყოფნა ტრავმას არ უკავშირდება, ამიტომ ამ ფაქტის ერთადერთი ლოგიკური ახსნა მისი მილანში ტრანსფერია.