Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ატალანტამ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა

ბერგამოელები არაჩვეულებრივ სეზონს ატარებენ და ყველა ტურნირის ჩათვლით მიმდინარე სეზონში 105 გოლზე მეტი გაიტანეს.

იუვენტუსთან დაპირისპირებაში გუშინ დუვან ზაპატამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა,რომელიც მისთვის მე-15 აღმოჩნდა და ატალანტა გახდა პირველი გუნდი ბოლო 70 წლის განმავლობაში,რომლის სამმა ფეხბურთელმა ერთ სეზონში 15 და მეტი გოლის გატანა მოახერხეს.

ზაპატას გარდა,გუნდში 15 გოლი ილიჩიჩსა და ლუის მურიელს დაუგროვდათ.ბოლო გუნდი,რომელიც ასეთი შედეგი დააფიქსირა ტურინის იუვენტუსი იყო,შორეულ 1951-52 წლების სეზონში.

მაშინ ტურინელების რიგებში ერმეს მუჩინელი,ჯამპიერო ბონიპერტი და ჯონ ჰანსენი გამოირჩნენ.

ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატში კი აღნიშნული შედეგი პსჟ-მ დააფიქსირა ნეიმარის, კავანისა და მბაპეს გოლებით.

Leave a Reply

Your email address will not be published.