Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტამ კოოპმეინერსის ტრანსფერი შეათანხმა

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ატალანტამ ალკმაართან ტეუნ კოოპმეინერსის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

მხარეები ტრანსფერზე უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობენ და თუ Sky Sport Italia-ს და Tuttomercato-ს დავუჯერებთ, მხარეები ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

წყაროების ინფორმაციით, ლა დეა 23 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ დაახლოებით 14 მილიონ ევროს გადაიხდის.