Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტამ ტოტენჰემი უარით გაისტუმრა

ტოტენჰემი ატალანტადან კრისტიან რომეროს ტრანსფერზე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით მხარეები ფეხბურთელის ღირებულებაზე ვერ თანხმდებიან.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტოტენჰემის სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ბერგამოელებს 23 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ ლა დეას 50 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

წყაროს ცნობით, ატალანტა არგენტინელი უკანახაზელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს და ნაკლებ წინადადებას არც კი განიხილავს, ამიტომ ინგლისელებს წინადადების გაუმჯობესება მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომერო ატალანტას გასულ წელს 2-წლიანი იჯარით შეუერთდა და ბერგამოელებს მისი გამოსყიდვა 16 მლიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლიათ, რომელსაც უახლოეს დღეებში გამოიყენებენ.