Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტას გოსენსი გამოაკლდა

ატალანტას გერმანელმა ფეხბურთელმა რობინ გოსენსმა ნაკრებში თამაშის დროს ლიხტენშტეინის წინააღმდეგ მარცხენა ფეხი დაიზიანა.

ბერგამოელები სერია ა-ს მომდევნო ტურში ასევე ტრავმირებული ჰანს ჰატობერის გარეშე ითამაშებენ და რობინ გოსენსის არყოფნა ორმაგად დიდი დანაკლისი იქნება.

Calciomercato-ს ცნობით, გოსენსი გერმანიაში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის და მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ამის შემდეგ გაირკვევა.