Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ატალანტას ინტერთან 4 წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება

კვირას ბერგამოში სერია ა-ს ტურის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი შედგება. ატალანტა საკუთარ არენაზე ინტერს მიიღებს, თუმცა როგორც ჩანს გასპერინის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

დღეს ბერგამოელებმა მარტენ დე რუნის, რობინ გოსენსის, ჰანს ჰატებურის და კრისტიან რომეროს გარეშე ივარჯიშეს. თითოეულ მათგანს სხვადასხვა დაზიანება აქვთ და მიუხედავად იმისა, რომ მათი თამაში გამორიცხული ჯერჯერობით არ არის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანმა დროულად მოასწროს მოედანზე დაბრუნება.

ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ინტერის დახმარებას რომელუ ლუკაკუ, რომელიც გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს, თუმცა ინტერის სამედიცინო შტაბი ზუსტ პასუხს ჯერჯერობით არ იძახის.