Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ატალანტას ინტერის უკანახაზელი სურს

იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ინფორმაციით, ატალანტა ინტერის 27 წლის მარცხენა მცველის, დალბერტის ტრანსფერით ინტერესდება.

ბრაზილიელმა უკანახაზელმა გასული სეზონი იჯარის წესით ფიორენტინაში გაატარა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. მან 34 შეხვედრაში 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა,  თუმცა იებმა მის თაობაზე ინტერთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ფეხბურთელი ნერაძურის დაუბრუნდა.

დალბერტი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და ინტერი მის გაყიდვას ან იჯარით გაშვებას ცდილობს, ატალანტა კი ტიმოთი კასტანეს გაყიდვის შემდეგ უკანახაზის გაძლიერებას აპირებს და მათი პრიორიტეტი სწორედ ბრაზილიელი ფეხბურთელია.

Leave a Reply

Your email address will not be published.