Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტას ტალანტი რეალის სატრანსფერო სიაში

ესპანური წყაროების ცნობით, რეალი ატალანტას ახალგაზრდა ტალანტის რასმუს ჰეილუნდის ტრანსფერით ინტერესდება.

19 წლის ფორვარდი ლა დეას რიგებს მიმდინარე სეზონის სტარტზე შტურმიდან, 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და თავის წარმოჩენა საუკეთესო კუთხით მოახერხა, რის გამოც მის მიმართ ინტერესი არაერთმა გრანდმა გამოთქვა.

SPORT-ის მტკიცებით, რეალი მის გაფორმებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება და ფეხბურთელს იჯარის წესით ატალანტაში დატოვებს, რომ მას თამაშისა და განვითარების შანსი მისცეს. ლა დეა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.