Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტას უკანახაზელი ტოტენჰემს უახლოვდება

რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, ატალანტას უკანახაზელმა კრისტიან რომერომ ტოტენჰემთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ფაბიო პარატიჩი ბერგამოელებთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ატალანტა რომეროს სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს ითხოვს, ტოტენჰემი კი ჯერჯერობით 40 მილიონ ევროს სთავაზობს, რასაც მომავალში 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

კრისტიან რომერო ატალანტას ერთი წლის წინ 2-წლიანი იჯარით შეუერთდა და ბერგამოელებს მისი გამოსყიდვის ვალდებულება 16 მილიონად აქვთ, ამიტომ ლა დეა მისი გაყიდვით მნიშვნელოვან სარგებელს ნახავს.

წყაროს ცნობით, ატალანტამ მისი შემცვლელი უკვე შეარჩია და რომეროს წასვლის შემთხვევაში, ბერგამოელები სვენ ბოტმანის ან მერიჰ დემირალის დამატებას შეეცდება.