ატალანტას ფეხბურთელი კონტეს სატრანსფერო სიაში

ნერაძური ატალანტას მარცხენა მცველის,რობინ გოსენსი გაფორმებას შეეცდება,რომელიც 30 მილიონად არის შეფასებული.

Tuttosport-ის ინფორმაციით,ინტერი მარცხენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და მათ სატრანსფერო სიაში ისეთი სახელებია,როგორებიცაა ემერსონ პალმეირი,მარკოს ალონსო და ჯუნიორ ფირპო,თუმცა გოსენსი კონტეს მოთხოვნიდან გამომდინარე გუნდის პირველი არჩევანია.

ინტერს და ატალანტას კარგი ურთიერთობა აქვთ,მათ ბოლო წლებში ბევრი ტრანსფერი განახორციელეს და სავარაუდოდ ამ საკითხზეც გამონახავენ საერთო ენას.გოსენსმა მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,სადაც 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.