Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა ალკმაარის ნახევარმცველს გაიფორმებს

Tuttosport-ის ინფორმაციით, ატალანტამ ალკმაარის ნახევარმცველის ტეუნ კოოპმეინერსის ტრანსფერისთვის გამართული ბრძოლა მოიგო, რომა და არსენალი დაამარცხა და 23 წლის ფეხბურთელს გაიფორმებს.

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. წყაროს ინფორმაციით, ბერგამოელებს მისი გაფორმება 20 მილიონი ევრო დაუჯდებათ.