Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა ბოგას ტრანსფერში მირანჩუკის ჩართვას გეგმავს

ბერგამოს ატალანტა სასუოლოდან ჯერემი ბოგას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და იტალიური წყაროების ინფორმაციით, ლა დეა ნეროვერდის ფულთან ერთად რუსი ფეხბურთელის ალექსეი მირანჩუკის ჩართვას აპირებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, სასუოლოს ბოგას სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს, ლა დეა კი თავის მხრივ მათ მირანჩუკს და 5 მილიონ ევროს სთავაზობს.

მირანჩუკი ატალანტაში მოსკოვის ლოკომოტივიდან 14 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა მან ბერგამოში თავი ვერ დაიმკვიდრა და 26 წლის ნახევარმცველის გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია იწერება.